2 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3790 - ტენდერი ბასრი ნარჩენების კონტეინერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „ბასრი ნარჩენების კონტეინერის 2018-2019 წლის მიწოდება“ შეთავაზების წარმოდგენას.
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 2 მაისს 18:00 საათისა.
- სს „სამედიცინო კორორაცია ევექსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 23 აპრილი 2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 02 მაისი 2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 09 მაისი 2018
- ხელშეკრულების გაფორმება 16 მაისი 2018
ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:
ლოტი 1
5-ლიტრიანი კონტეინერი. თვის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 17000 ცალი.
ლოტი 2
2-ლიტრიანი კონტეინერი. თვის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 40000 ცალი.
- ვიზუალი:
ფერი - წითელი ან ყვითელი, გარედან დატანილი უნდა ჰქონდეს მოხმარების წესები და შესაბამისი ნიშანი (ბიოჰაზარდი) აუცილებელია ჰქონდეს სახელური. - სპეციფიკაცია: ბასრგამძლე, წყალგამძლე - დამუშავებული სპეციალური ლაქით, მუყაოს ფაქტურა (კრაფტი).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს დახურული კონვერტის პრინციპით. კონვერტი უნდა იყოს დალუქული და სველი წესით დამოწმებული. კონვერტზე დატანილი უნდა იყოს:
- ტენდერის სრული დასახელება
- პრეტენდენტის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
- პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია
- მიმღები: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - შესყიდვების განყოფილება
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 02 მაისის 18:00 საათისა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N40, მე-5 სართ.
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები