3 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T3808 - ტენდერი ამორტიზებული კაბელის შეცვლაზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ამორტიზებული კაბელის შეცვლის თაობაზე შემსრულებლის მასალით #26/04-NEO-S/CR-18
მომსახურების აღწერა:
ქ.თბილისში მისამართზე : დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ მდებარე შპს „ნეოგაზის“ აგგს-ს ელ მომარაგების პროექტის რეაბილიტაცია შემსრულებლის მასალით.
აუცილებელი პირობა: ახალი ქსელის მონტაჟი შესრულდეს არსებული ქსელი გამორთვის გარეშე.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- პროექტი;
- სამუშაოების მოცულობები.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე.v_maisuradze@gig.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან ლაბაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 03.05.2018, 17:00 სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი