ჩაბარების ვადა:
11 მაისი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3809 - ტენდერი გაზის ჰიდრავლიკური კომპრესორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: გაზის ჰიდრავლიკური კომპრესორის შეყიდვაზე 26/04-NEO-P/COMP-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- გაგრილების სისტემა - წყალი ან ჰაერი;
- ელ. ძრავის სიმძლავრე - მაქსიმუმ 75 კვ.;
- მიწოდების სისტემა - 2 ხაზიანი;
- წარმადობა - 20 ბარზე 300 მ3 გაზის გაცემა საათში;
- ელ. სიმძლავრე - 380 ვოლტი;
- შემავალი წნევა - 20 ბარი;
- გამავალი წნევა - 250 ბარი
კომპრესორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის დამხშობი კონტეინერით.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, მონტაჟისა და გაშვების ხარჯს. (მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მიერ გამარჯვებული კომპანიის მოთხოვნის თანახმად). - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ (არაუგვიანეს 90 კალ. დღისა);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთისა და პერიოდის მითითებით);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- ტექნიკური საკითხების განსახილველად: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 მაისი, 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის