ჩაბარების ვადა:
4 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3816 - ტენდერი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ჯვრის უღელტეხილი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 27/04-JVARI-S/D-17
მომსახურების აღწერა:
ყაზბეგის რაიონი, დაბა გუდაურში კერძო საკუთრების სასტუმროს განაშენიანების განვითარების მიზნით გრგ პროექტის და ტიპური ობიექტის სამშენებლო დოკუმენტის პროექტებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად სრული დოკუმენტაციის მომზადება
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- საპროექტო დავალება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- თანხები უნდა იყოს დეტალურად ჩაშლილი საპროექტო დავალების მიხედვით; - ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (არაუგვიანეს 45 კალ. დღისა);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: თინათინ ფილია. საკონტაქტო ნომერი: 599 33 44 46;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 4 მაისის, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები