22 მაისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3871 - ტენდერი გენერატორების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისისათვის გენერატორის შეძენაზე.
შესყიდვის საგანი:
- ერთი ერთეული 450-500კვა სიმძლავრის დიზელ–გენერატორი 3 ფაზით, ხმის დამხშობი კორპუსით და ავტომატური გაშვებით.
- ასევე შესაბამისი ელ.ფარის და საკაბელო მეურნეობის მოწყობა.
ელ.ფარის და საკაბელო მეურნეობის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების და მასალების შესაფასებლად მობრძანდით ადგილზე.
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
დრო: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე
მომსახურების სახე:
მოწოდება, მონტაჟი, შემდგომი საგარანტიო მომსახურება.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- დებულება კონფიდენციალურებზე და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასთა ნუსხა
- მონტაჟის პირობები
- საგარანტიო მომსახურების პირობები
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება ( სამეურნეო განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 მაისი (17:00 სთ)
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები