22 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3891 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე (ქურთუკი, შარვალი, მაისური, კეპი)
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/384
- დანიშნულება : უნიფორმების შესყიდვა (ქურთუკი, შარვალი, მაისური, კეპი)
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- დიზაინი (სავარაუდო);
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას შეკვეთის დადასტურებიდან 2 კვირის განმავლობაში;
- სავალდებულოა ნიმუშების მოტანა შემოთავაზებასთან ერთად;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე.
- ქურთუკს ზურგზე უნდა დაებეჭდოს EFES GEORGIA ლოგო.
- ერთ კომპლექტში შედის: ქურთუკი, შარვალი და მაისური;
- კეპზე საჭირო იქნება მატრიცული ფასების მოცემა (იგულისხმეთ ერთ ფერიანი ბრენდირება):
25 | 50 | 75 | 100 | 150 | 200 | 250 | |
კეპი ბრენდირებით (ქარგვა) | |||||||
კეპი ბრენდირების გარეშე |
ქურთუკის, შარვლის და მაისურის ზომები და რაოდენობები ფერების მიხედვით იხილეთ თანდართულ ფაილში.
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 16.05.2018 17:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.05.2018 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები