ჩაბარების ვადა:
21 მაისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3892 - ტენდერი ალაოს გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით: # EF-GE /387
- დანიშნულება : ალაოს გაყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- გასაყიდი მეორადი საქონლის ჩამონათვალი და დამატებითი სატენდერო აღწერილობა;
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი.
- დაწნეხილი ქილა, პლასტმასის ბოთლი და პრეფორმა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- მუყაოს ნაჭრები და მეორადი მუყაო წამოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- პლასტიკის მეორადი ბალონების ყველა სახეობა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- დამტვრეული და უვარგისი პალეტები წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
- საქონლის სხვა დანარჩენი სახეობები შესაძლებელია გაიყიდოს ცალცალკე.
- ტენდერის განაცხადი შეიძლება გაკეთდეს საქონლის როგორც ერთ, ისე რამდენიმე ჯგუფზე.
- მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- განაცხადის მიღება იწყება 16.05.2018 17:00
- განაცხადის მიღება მთავრდება 21.05.2018 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში შაბათ-კვირის გარდა:
ნათია ვაშაძე
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
მობ: 577188845
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
- 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები