ჩაბარების ვადა:
20 ივნისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3967 - ტენდერი სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი გიწვევთ ქ. თბილისში, ბერბუკის #1 მდებარე ოფისისთვის სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 20 ივნისისა .
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 08.06.2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 20.06.2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 02.07.2018
- ხელშეკრულების გაფორმება 09.07.2018
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი დანართები.
პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე tenders@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები