ჩაბარების ვადა:
22 ივნისი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3991 - ტენდერი ანდროიდი ტიპის მობილური ტელეფონების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: კერძოდ ანდროიდი ტიპის მობილური ტელეფონების შესყიდვაზე 14/06-NEO-P/SMARTPH-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ეკრანის ზომა: 4”-დან 5.5“-მდე
- ეკრანის ტიპი: IPS LCD capacitive touchscreen, 16M colors
- ეკრანის რეზოლუცია: 720 x 1280 პიქსელი ან უფრო მაღალი რეზოლუციით
- შიდა მეხსიერება: 16 გიგაბაიტი ან მეტი
- ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი ან მეტი
- 3G / 4G / Wifi / Bluetooth / GPS
- პროცესორი: Quad-core 1.4 GHz ან უფრო მძლავრი
- ორი ფოტოკამერა: პირველი - 8 MP ან უფრო მაღალი რეზოლუციით, მეორე - 5 MP ან უფრო მაღალი რეზოლუციით
- ბატარეა: Li-Ion 2750 mAh ან უფრო მეტი ტევადობის;
- ოპერაციული სისტემა: Android
- ბრენდი: Samsung, Huawei, Sony, Xiaomi, Nokia, Motorola, LG, HTC, Lenovo, Google
რაოდენობა - 50 ცალი.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია ასევე უცხოურ ვალუტაშიც); კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;
- კომერციულ წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კილომეტრი;
- შენიშვნა: წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია რამოდენიმე ალტერნატივაზეც; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- შენიშვნა: 2018 წლის პირველ სექტემბერს განხორციელებული დაკვეთის შემთხვევაში მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 10 სექტემბრისა; - დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 22 ივნისის 12:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 32200000 რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა