ჩაბარების ვადა:

9 მაისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T40 - ტენდერი კომიქსის ტიპის ნახატების შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

"გამომცემლობა ალიანსი" იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კომიქსის ტიპის ნახატების შექმნის ტენდერზე.

ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მიმაგრებულ ფაილში მდებარე Example1 და Example2-ის სტილით და ხარისხით შესრულებული Picture1, Picture2 და Picture3 ნახატები. გვერდის ზომა: width 7", Height 10" (Inch), 300dpi. ფაილის ფორმატი TIFF ან JPG.

ტენდერში მონაწილეებმა, ელექტრონული ფორმით, წინადადებაში, ზემოთ აღწერილის გარდა, აგრეთვე უნდა წარმოადგინონ შემდეგი:

  • 1. გვერდის შექმნის სავარაუდო ფასი 60-70 შესაქმნელი გვერდის შემთხვევაში
  • 2. 60-70 გვერდის შექმნის სავარაუდო დრო
  • 3. გვერდების ჩაბარების სავარაუდო გრაფიკი

გვერდის ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის გათვალისწინებით (დღგ, საშემოსავლო, ა.შ.)

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მოგვაწოდოს 7"x10" ზომის 300 და 600 DPI TIFF და PDF ფაილები CMYK ფერებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებები და არსებული კითხვები, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@alliancepub.com

სატენდერო წინადადების შემოტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 09 მაისი, 18:00 საათი.დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ