29 ივნისი 2018, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT4016 - ტენდერი ხანძარქრობის სისტემის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ, ხანძარქრობის სისტემის მოწყობაზე 20/06-MEN-S/FS-17
შესყიდვის ზოგადი პირობები:
- სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2ა; შპს მტკვარი ენერჯის ადმინისტრაციული ოფისი;
მასალებისა და სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები:
# | დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა |
1 | მართვის პანელი | ცალი | 3 |
2 | კვამლის დეტექტორი | ცალი | 23 |
3 | ხელის საგანგაშო ღილაკი | ცალი | 7 |
4 | ოპტიკური სხივური დეტექტორი | ცალი | 8 |
5 | ოპტიკური დეტექტორისთვის მანძილის დამაგრძელებელი 80 მეტრამდე | ცალი | 8 |
6 | კვების ბლოკი | ცალი | 3 |
7 | მანათობელი სირენა | ცალი | 6 |
8 | შიდა გამოყენების სირენა (წითელი) | ცალი | 7 |
9 | სახანძრო კაბელი | მეტრი | 1500 |
10 | კაბელის გოფრირებული მილი | მეტრი | 1250 |
11 | აკუმულატორი | ცალი | 10 |
12 | სხვა მასალა | საჭიროებისამებრ |
შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2ა სიტუაციის ადგილზე გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით;
- დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
- შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაცია, მწარმოებელი ქვეყნების მითითებით;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
წინადადების წარდგენის წესი:
- სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;
- საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge .
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით ნომერზე: 599 57 77 15. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ დალაქიშვილი.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისის 15:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები