ჩაბარების ვადა:
2 ივლისი 2018, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT4020 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის ცეცხლმაქრების შესყიდვაზე 21/06-GIG-P/FIREEX-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
# | ცეცხლმაქრი | ჯამური რაოდენობა |
1 | ფხვნილოვანი ABC-6 კგ | 266 |
2 | ფხვნილოვანი ABC-9 კგ | 48 |
3 | ფხვნილოვანი ABC-50 კგ | 17 |
შემსყიდველი ორგანიზაციები:
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
- შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
- შენიშვნა: ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 5 წლისა. (გამოუყენებლობის შემთხვევაში ცეცხლმაქრს არ უნდა დაჭირდეს გადამუხტვა ამ პერიოდის განმავლობაში);
- წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება გარანტია; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- საკონტაქტო პირი ცეცხლმაქრებთან დაკავშირებით: ვახტანგ ჭეიშვილი. საკონტაქტო ნომერი: 597 46 55 55.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 2 ივლისი, 15:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები