30 ივლისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4050 - ტენდერი ბუნებრივი აირის შენობაში შემოყვანის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "სანატორიუმი კოლხიდა", რომელიც მდებარეობს ოზურგეთის რ-ნი დაბა ურეკში აცხადებს ტენდერს ბუნებრივი აირის შენობაში შემოყვანის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე.
სანატორიუმი კოლხიდა არის 4 სართულიანი (92 ნომერი) აქვს ბარ-რესტორნები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია სოკარის მიერ ამჟამად მიმდინარეობს სასტუმრომდე გაზის მიყვანის სამუშაოები.
ტენდერის ფარგლებში იგეგმება შემდეგი მომსახურების შესყიდვა:
- სასტუმროს გაზიფიცირების პროექტის შედგენა;
- შედგენილი პროექტის საფუძველზე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება (სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების ღირებულება უნდა იყოს გათვალისწინებული შემოთავაზებულ ფასში და მოწოდებულ უნდა იქნეს გამარჯვებული კომპანიის მიერ);
პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (პროექტირებისა და სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება გთხოვთ მიუთითოთ ცალ-ცალკე)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა 2018 წლის 30 ივლისამდე, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებები შემდეგ ელ. ფოსტაზე: khatia_sarjveladze@mail.ru
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ხატია სარჯველაძე
ტელ: 599205445
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები