10 ივლისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4058 - ფასთა გამოკითხვა ელექტროობა-სუსტი დენების ქსელისა და მასთან დაკავშირებული სხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ელექტროობა-სუსტი დენების ქსელის და მასთან დაკავშირებული სხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე და ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დაინტერესებულ პირებს.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ქ. თბილისი, პოლიციის ქ. N7ა-ში ს/კ 01.19.22.007.030 მდებარე ობიექტზე ელექტროობა-სუსტი დენების ქსელის და მასთან დაკავშირებული სხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება
- ფასთა გამოკითხვის მიზანია შეირჩეს მონაწილე, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი მომსახურება დაბალ ფასებში.
დეტალური ინფორმაცია და ტექნიკური დავალება მომსახურების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.
მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა
- ქ. თბილისი, პოლიციის ქ. N7ა
- მიწოდების ვადა - იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
- რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის/ფიზიკური პირის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე.
შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- მოვალეთა რეესტრში;
- ყადაღა დადებული.
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ მომსახურების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 10 ივლისისა 17:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ წერილობით ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@gmail.com ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 32 2 22 65 33
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება