11 ივლისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4066 - ტენდერი კახარეთი ჰესის სადერივაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების: კახარეთი ჰესის სადერივაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე #04/07-GIEC-S/REPAIR-18.
მომსახურების აღწერა: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. კახარეთში მდებარე კახარეთი ჰესის დაზიანებული სადერივაციო არხის რეაბილიტაცია შემსრულებლის მასალით:
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები;
- ფოტო-მასალა.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 ივლისი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები