ჩაბარების ვადა:
24 ივლისი 2018, 11:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4119 - ტენდერი ქალაქ ქარელის საავადმყოფოს სარეკონსტრუქციო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ტენდერს ქალაქ ქარელის საავადმყოფოს სარეკონსტრუქციო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 24 ივლისის დილის 11:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 17 ივლისი 2018 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივლისი 2018 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 27 ივლისი 2018 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 01 აგვისტო 2018 წ.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 24 ივლისი, 11:00სთ.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 24100000 აირები
- 32400000 ქსელები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები