31 ივლისი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4154 - ტენდერი სალარო და საინკასაციო ხონჩების დამზადება/მონტაჟსა და შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სალარო და საინკასაციო ხონჩების დამზადება/მონტაჟსა და შესყიდვა/მომსახურებაზე.
# | საქონლის დასახელება/აღწერა | ერთეულის ფასი (ლარში) |
1 | სალაროს პატარა ხონჩა მოძრავი სალასკებზე, ბრონი მინის სარკმელით | |
2 | საინკასაციო ხონჩა მოძრავი საკისარზე (პაჩებნიკზე) | |
3 | ფულის გადასაწოდებელი ყუთი შიგ ჩამონტაჟებულ სალასკებზე მოძრავი ხონჩით და ბრონი მინის სარკმელით | |
4 | პატარა სალაროს ხონჩა მოძრავი სალასკებზე | |
5 | A4 თაბახის ზომის უჟანგავი მეტალის პატარა ხონჩა |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 24 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გიორგი ბუქური
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7775)
მობ.:(+995 599) 565992/
ელ-ფოსტა: gbukuri@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ივლისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/index.php?action=tender&id=921&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა