10 აგვისტო 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4168 - ტენდერი შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს "ბიზნეს ცენტრი საბურთალო" აცხადებს ტენდერს მომსახურების: შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #27/07-BCS-S-R-2018.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ქ. თბილისში გამსახურდიას N32/ალ. ყაზბეგის გამზირი N2 მდებარეშპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’-ს შენობა #3 -ის ფოიეს სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა შემსრულებლის მასალით;
თანდართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე არსებული სიტუაციის შესასწავლად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერშიმონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა. tchichua@gig.ge; 591931010.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მიქელაძე: საკონტაქტო ნომერი: 571 444 949
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 10.08.2018, 16:00 სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 700 ლარი). პრეტენდენტების დასახელება და მათ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შემსყიდველისთვის.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება