ჩაბარების ვადა:
20 აგვისტო 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4228 - ტენდერი შაქრის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს შაქრის შესყიდვაზე:
# | დასახელება | შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა | 1 კგ. ფასი (ლარი, დღგ-ს ჩათვლით) |
1 | თეთრი შაქარი, 5 გრამიანი ბრენდირებული შეფუთვით, შეფუთვის ზომა 110*16 მმ (იხ.დანართი N1) | 200 კგ. | |
2 | ყავისფერი შაქარი, 5 გრამიანი ბრენდირებული შეფუთვით, შეფუთვის ზომა 110*16 მმ, (იხ.დანართი N2) | 200 კგ. | |
3 | თეთრი შაქარი, 5 გრამიანი არაბრენდირებული,შეფუთვის ზომა 110*16 მმ | 150კგ. | |
4 | ყავისფერი შაქარი, 5 გრამიანი არაბრენდირებული,შეფუთვის ზომა 110*16 მმ | 30კგ. |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები:
- მომწოდებელთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება შეთანხმების შესაბამისად ;
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას ბანკის მიერ განსაზღვრულ მისამართზე;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი;
- ნიმუშები.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და პროდუქტი #3-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- სერთიფიკატები;
კითხვების შემთხვევაში მოგვეწერთ: tenders@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აგვისტო, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=928&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი