ჩაბარების ვადა:
14 სექტემბერი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT4274 - ტენდერი მოძრავი სადგურების ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მოძრავი სადგურების ბრენდირებაზე #31/08-NEO-S/REB-18.
შპს ნეოგაზის მფლობელობაში არსებული 13 ცალი მოძრავი სადგურის ბრენდირება შემსრულებლის მასალით:
- თითო მოძრავ სადგურზე 10-12 ცალი გაზის ბალონის (ბურთის) დაბრენდვა ნეოგაზის ლოგოთი. მოძრავი სადგურების ბორტების შეფუთვა დიბონდით და დაბრენდვა სტიკერებით. გაზგამშვები სისტემის მართვის კარადის დაბრენდვა. ავტომობილის ზომა: სიგრძე 10.50. სიგანე 2.47. ბორტის სიმაღლე 0.31.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- არსებული სიტუაციის ფოტო მასალა;
- შალანდების რენდერები;
- შალანდების ადგილმდებარეობა;
- შალანდების ზომები.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ფასები ჩაშლილი უნდა იყოს სადგურების მიხედვით;
- ინფორმაცია ანალოგიური/მსგავსი გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე:ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- ტექნიკური საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები