ჩაბარების ვადა:
26 სექტემბერი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT4323 - ტენდერი კარდონის შეფუთვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/396
- დანიშნულება : კარდონის შეფუთვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დიზაინი;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ნიმუში.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ყუთებში უნდა ჩაიდოს 3 ცალი 1 ლიტრიანი ლუდის ბოთლი და 1 ცალი ჩიფსის შეფუთვა.
- განლაგება: 2 ბოთლი 1 მხარეს, 1 ბოთლი და 1 ჩიპსი მეორე მხარეს გვერდიგვერდ.
- ჩიფსის დაახლოვებითი ზომები: 28სმ X 8სმ დიამეტრი;
- დაახლოებითი წონა: 1 პეტის იქნება 1კგ;
- შეფუთვის დაახლოებითი ზომები:
- სიგრძე - 28სმ, სიგანე - 18სმ,
- სიმაღლე-დაახლოებით იქნება სიმაღლე თავიდან ხელის მოსაკიდამდე ალბათ 30სმ, ბოთლის შუამდე 20სმ. - გთხოვთ,ზომების მოცემულობიდან გამომდინარე შემოგვთავაზოთ თქვენი ვარიანტები;
- ფერი: თეთრი ან ბეჟი;
- ბრენდირება: ყუთებს, ორივე მხარეს, უნდა მიეკრას მართკუთხედი ფორმის სტიკერი სხვადასხვა ბრენდით.
სტიკერის ზომა უნდა იყოს პროპორციულად კარდონის ზომისა. - რაოდენობა:
- სტაროპრამენის ბრენდირებით: 1700 ცალი
- კასრის ბრენდირებით - 13 000 ცალი
- ნატახტრის ბრენდირებით - 1000 ცალი - ფორმის სავარაუდო ვარიანტები მოცემულია ფოტოებში. გთხოვთ შემოგვთავაზოთ თქვენი ვარიანტებიც.
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან - 90 დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი, "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 19.09.2018 16:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 26.09.2018 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ტაბატაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები