ჩაბარების ვადა:
27 სექტემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4325 - ტენდერი სერვერის ოპერატიული მეხსიერებების მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ კომპანიებს (შემდგომ – პრეტენდენტი) სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“ სერვერის ოპერატიული მეხსიერებების მიწოდებაზე.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 27 სეწტემბრისა.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 20.09.2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 27.09.2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 01.10.2018
- ხელშეკრულების გაფორმება 05.10.2018
პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე tenders@aldagi.ge
გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები