ჩაბარების ვადა:
28 სექტემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4335 - ტენდერი უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა/მომსახურებაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ქონდეს შესაბამისი რესურსი იმისათვის რომ სამუშაოების წარმოება შეძლოს ერთდროულად რამოდენიმე (7-8) ობიექტზე, ასევე არასამუშაო დღეებსა და საათებში;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვინც:
- - აქვს საბანკო ობიექტებზე უსაფრთხოების სისტემების ინსტალაციის გამოცდილება;
- საგანრატიო მომსახურების პირობებში, ექნება ობოექტზე გასვლის მინიმალური დრო (თბილისი/რეგიონი) მითითებით;
- უსაფრთხოების აპარატურაზე წარმოადგენს უკეთეს საგარანტიო პერიოდს - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
- აპარატურის ბრენდები და მწარმოებელი ქვეყანა; - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- დასამონტაჟებელი აპარატურის დაინტეგრირება შესაძლებელი უნდა იყოს არსებულ სისტემებთან;
- ჩასატარებელი სამუშაოების ზოგადი აღწერილობა:
- ვიდეო-სათვალთვალო სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
- დაცვითი-საგანგაშო სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
- სახანძრო-საგანგაშო სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი;
- შეზღუდული დაშვების სისტემების მოწოდება-მონტაჟი/დემონტაჟი; - შემოთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული ინსტალაციის ხარჯები თითოეული კომპონენტისათვის, ასევე კაბელის გაყვანის და დემონტაჟის ხარჯებიც;
- გთხოვთ, დეტალურ შეთავაზებაში დაამატოთ ტენდერით გათვალისწინებული საქონელის მოწოდების ვადები;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის პერიოდით;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- დამონტაჟებული სისტემის ფარგლებში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება გაუწიოს ბანკს მინიმუმ 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 სექტემბერი 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=938&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები