ჩაბარების ვადა:
1 ოქტომბერი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT4337 - ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე ბათუმი მეტრო-მოლის ობიექტზე
ტენდერის აღწერილობა:
ს/ს დი ენდ ბი საქართველო (ს/ნ 404917131) - აცხადებს ტენდერს:
- ნომრით DD-01
- დანიშნულება: სარემონტო სამუშაოები ბათუმი მეტრო-მოლის ობიექტზე
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სპეციფიკაცია - შესავსები ხარჯთაღრიცხვა - დანართი 1
- ამსახველი ფოტოები - დანართი 2
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- სარემონტო სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.
- გადახდის პირობები: 50% სამუშაოების დამთავრებისთანავე, ხოლო 50% დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის 11-ში მე-5 სართულზე. ს/ს „დი ენდ ბი საქართველო“
- შემოთავაზების მიღება იწყება 24.09.2018 16:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 01.10.2018 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, წერილობით მიმართოთ:
ელენე მაჭავარიანი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს/ს „დი ენდ ბი საქართველო“
სათაო ოფისი, მოსაშვილის 11
ტელ.: (+99532) 2557557,
577-10-88-83
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები