5 ოქტომბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4361 - ტენდერი პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე.
# | დასახელება | სავარაუდო რაოდენობა ყოველთვიურად | აღწერა | ერთეულის ღირებულება |
1 | პოლიეთილენის პარკები | 100000 ცალი | 80 მიკრონიანი მაღალი სიმკვრივის, ზომა : 25X33 | |
2 | პოლიეთილენის პარკები | საჭიროების შესაბამისად | 30 მიკრონიანი მაღალი სიმკვრივის, ზომა : 15X25 |
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს ვლადიმერ სიჭინავას სახელზე, სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
- წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;
სხვა პირობები
- თანხის გადახდა მოხდება შეთანახმების საფუძველზე;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
- 80 მიკრონიან პოლიეთილენის პარკების ყოველთვიური სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრება 100000 ერთეულით - ყოველი თვის 1 რიცხვში;
- 30 მიკრონიან პოლიეთილენის პარკებზე ბანკის შეკვეთის რაოდენობა - საჭიროების შესაბამისად;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 5 ოქტობრის ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ვლადიმერ სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4617)
მობ.:(+995 599) 74 00 41
ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ოქტომბერი 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=941&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები