17 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4393 - ტენდერი N135 - საბურავების შესყიდვის შესახებ
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ავტომანქანის საბურავების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტია:
- ავტომანქანის საბურავების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით - კრედო ბანკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის, რომელიც განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში.
შესყიდვის დეტალები:
- შესყიდვის საჭიროების დადგომის დროს, კრედო ბანკის წარმომადგენელი გამარჯვებულ კომპანიასთან აგზავნის დეტალურ მოთხოვნას საბურავის შესყიდვის შესახებ მეილის საშუალებით;
- გამარჯვებული კომპანია ახდენს მოთხოვნის დასტურს და მომსახურების გაწევას შეთანხმებულ რეგიონსა და ვადებში;
- კრედო ბანკი გამარჯვებული კომპანიისგან განახორციელებს დანართ №1-ში წარმოდგენილი სხვადასხვა სპეციფიკაციის საბურავების შესყიდვას თანმდევი მომსახურებით 1 წლის განმავლობაში;
- კრედო ბანკი ახორციელებს ზამთარი/ზაფხულის სეზონების საბურავების შესყიდვას; კომპანია არ გეგმავს მეორადი, ასევე ‘all season’-ის საბურავების შესყიდვას, ამიტომ ასეთ საბურავებზე შემოთავაზებები ამ ეტაპზე არ განიხილება;
- მოცემული ტენდერის ფარგლებში, კრედო ბანკს უკვე დაგეგმილი აქვს ზამთრის საბურავების პირველადი შესასყიდი რაოდენობა; შესასყიდი საბურავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
N | ზამთრის საბურავის ზომა | ერთეული ცალი | რეგიონი/ქალაქი |
1 | 175/65/R14 | 4 | თბილისი |
2 | 175/70/R14 | 4 | წნორი |
3 | 185/65/R14 | 6 | ქედა/ხაშური |
4 | 185/70/R14 | 8 | ჩხოროწყუ/ბოლნისი |
5 | 185/65/R15 | 4 | ჩოხატაური |
6 | 195/65/R15 | 24 | გორი/რუსთავი/სენაკი/ოზურგეთი/თეთრიწყარო/გურჯაანი |
7 | 205/55/R16 | 12 | დედოფლისწყარო/წალენჯიხა/თბილისი |
8 | 205/60/R16 | 4 | თბილისი, ნინოწმინდა |
9 | 235/60/R16 | 4 | თიანეთი |
10 | 215/55/R17 | 4 | თბილისი |
ჯამი | 78 |
აუცილებელი მოთხოვნები
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 - ხარჯთაღრიცხვის მიხედვით (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ);
- აუცილებელია მოგვაწოდოთ ხარჯთაღრიცხვის დანართი, ასევე excel-ის ფაილითაც; - წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა დანართში უნდა მიუთითონ საბურავის ბრენდი, მწარმოებელი ქვეყანა, გამოშვების წელი და საგარანტიო ვადები;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება ქარხნული წუნით მოწოდებულ საბურავზე და შეცვალოს წუნიანი საბურავი ახალი, იგივე ტიპის საბურავით ან აანაზღაუროს აღნიშნულ საბურავში გადახდილი თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.
შენიშვნა:
პრეტენდენტ კომპანია არ არის შეზღუდული მითითებულ ზომებზე შემოგვთავაზოს საბურავების 4-ზე მეტი მოდელი/ვარიანტი, შესაბამისად შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის დანართი №1-ის რედაქტირება დამატებითი სტრიქონის შექმნით.
ანგარიშსწორების პირობები
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- მომსახურების ხარისხი
- მოწოდების ვადები
- გამოცდილება (სასურველია მომწოდებელს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ საქმიანობაში)
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 17 ოქტომბრის 18:00 საათი.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ http://www.tenders.ge - ზე განთავსებული შეკითხვების მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის