ჩაბარების ვადა:
31 ოქტომბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4442 - ტენდერი გოგირდმჟავას შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს: გოგირდმჟავას შესყიდვაზე #10/19-GIEC-CHEM-18
- გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93%) - 20 ტონა;
აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2, 1300.
მიწოდების პერიოდი: 2018 წლის ნოემბერი.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- პროდუქტის დამოწმებული სპეციფიკაცია (სერტიფიკატი).
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: მიხეილ მარსაგიშვილი. ელ.ფოსტა: mmarsagishvili@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 591 019311;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 31 ოქტომბერი 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 24400000 სასუქები და ნიტროგენული ნაერთები
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები