ჩაბარების ვადა:
9 ნოემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4463 - ტენდერი ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მასალის, კერძოდ, ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე 25/10/2018-GIEC-P/1878
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ომინალური ძაბვა: 35000 - 36000 ვოლტი;
- ნომინალური დენი: არანაკლებ 1000 A;
- ნომინალური გამორთვის დენი: 25 KA;
- სიხშირე: 50 Hz
- უდიდესი მუშა ძაბვა 40,5 კვ
- ამძრავის ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი;
- მართვის წრედების ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი
- გარე დაყენების (ტ-1 ის)
- ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია;
- მომწოდებლის მიერ მოწოდებული უნდა იქნას გარდამავალი წინაღობისა და კონტაქტების შეკვრის ერთდროულობის გამოცდის ოქმები.
- რაოდენობა - 1 ცალი.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 09.11.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა