20 ნოემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4468 - ტენდერი დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს ტენდერს დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის მომსახურებაზე.
შენიშვნა: დეტალები იხილეთ თანდართულ ცხრილში
ტენდერის დეტალები:
- მომწოდებლის მიერ გამოყენებული სადეზინფექციო/სადეზინსექციო
სადერატიზაციო ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინფექციო
სადეზინსექციო და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებების ხარისხის სერტიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა.
- პრეტენდენტმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული ექსელის ფაილი, ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
წინადადების გამოგზავნის პირობები:
- წინადადება (შევსებულ ექსელის ფაილთან ერთად) გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად, ფონდის ელ. ფოსტაზე: tendersfund@gmail.com (კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2193321; 555945411)
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 ნოემბრისა.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება).
განცხადებაზე თანდართულ ექსელის ცხრილში პრეტენდენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები:
- „ორგანიზაციის დასახელება“
- „საიდენტიფიკაციო კოდი“
- „საკონტაქტო ნომერი“
- „შემოთავაზებული საქონლის ერთეულის ფასი“
- „შემოთავაზებული საქონლის მოწოდების დრო“
შენიშვნა: შევსებული ცხრილი იგზავნება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ხარისხი, მოწოდების პირობები.
შედეგები ცნობილი იქნება 2018 წლის 4 დეკემბერს (ფონდის თანამშრომელი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დამატებითი დეტალების წარმოსადგენად).
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები