ჩაბარების ვადა:
31 იანვარი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4734 - ტენდერი ვიდეოაპარატურისა და მისი აქსესუარების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ვიდეოაპარატურისა და მისი აქსესაუარების შესყიდვაზე.
1. ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში, შესყიდვის ობიექტის ღირებულებები გამოსახული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით ეროვნულ ვალუტაში.
2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი და ვადები:
- საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ი. გურჯის 9.
- მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.
3. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის მე-7 მუხლი, ფურცელი #8);
- კომპანიის რეკვიზიტები;
- საქართველოში არსებული მინიმუმ ერთი სერვის ცენტრის მისამართი და საკონტაქტო ნომერი (მისამართები დამკვეთის მიერ, გადამოწმდება ადგილზე).
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- პუნქტი #3-ით მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე:
www.tenders.ge; - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 31 იანვარი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირები:
- 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა L.bokuchava@gipa.ge
- 595 17 55 50 მამუკა დიდმანიძე M.didmanidze@gipa.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ კონკურენტების დასახელებები და შეთავაზებული ფასები.
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა