18 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4837 - ტენდერი კვებითი მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების შესყიდვაზე.
კვების მიღების რეჟიმი:
ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
- 13:00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 170-190
- 18:00 წახემსება (ხაჭაპური ან ლობიანი ან ჰამბურგერი და ა.შ. + კაკაო ან კომპოტი ან ...) სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
- ღამის 01:00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
- დილის 06:00 წახემსება სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
შაბათი, კვირა, სახელმწიფო სადღესასწაულო დღეები
- 13::00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 80 -105
- 18:00 წახემსება (ხაჭაპური ან ლობიანი ან ჰამბურგერი და ა.შ. + კაკაო ან კომპოტი ან ...) სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
- ღამის 01:00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
- დილის 06:00 წახემსება სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
- საბანკო რეკვიზიტები
- რეკომენდაცია ( 3 – 5 ორგანიზაციიდან)
განფასება მენიუს შესაბამისად - დღეების მიხედვით, თითოეული ულუფის ღირებულება ცალ-ცალკე და ჯამურად. (დ.ღ.გ-ს ჩათვლით და დ.ღ.გ-ს გარეშე);
აუცილებელი მოთხოვნაა: კვების სერტიფიკატის - ISO 22 000-ის ასლი ;
ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპად:
- პირველად წარმოდგენილი წინადადებების დამუშავება - შედარების საფუძველზე , 3-4 კონკურენტული პირობის და ფასის მქონე კომპანიის შერჩევა
- შერჩეულ კომპანიებთან სპეც.ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა/ მათი მუშაობის პროცესის გაცნობა , შესაძლოა დაგემოვნებაც.
- არსებულის ანალიზის საფუძველზე, საბოლოო შენიშვნების, მოთხოვნების დაჯამება, დაკორექტირებული საბოლოო ფასის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. გადახდა იწარმოებს, ყოველი თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
განიხილება მხოლოდ 18 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
მენიუ გთხოვთ იხილოთ დანართ #1-ში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2019 წლის 18 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ წერილში მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ:
AALAVERDASHVILI@sisecam.com ; MZUBASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით +995 32 244 99 87(22-29) - მარინა ზუბაშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება