ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4923 - ტენდერი ქაღალდის ფულის სათვლელი და ამომცნობი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ქაღალდის ფულის სათვლელ და ამომცნობ აპარატების შესყიდვაზე:

# დასახელება ტიპი* შესასყიდი რ-ბა
ლოტი I ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატი EB300 100
ლოტი II ფულის ამომცნობი აპარატი GUV-2038 50

*პრეტენდენტი უფლებამოსილია შემოგვთავაზოს სხვა ტიპის/ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილისა.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად, შესაძლოა შეირჩეს სხვადასხვა გამარჯვებული შესაბამის ლოტში;
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ცხრილი(დანართი 1);
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ დანართიუნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 1 მარტი, 17:00სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 თებერვალი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა