ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4961 - ტენდერი ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 მდებარე შენობაში განლაგებული ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქციაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 მდებარე შენობაში განლაგებული ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია არსებული სიმძლავრის ფარგლებში #04/03-GIEC-S/REPAIR-19

მომსახურების აღწერა:

ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 ‘’ბიზნეს ცენტრი საბურთალოს“-ს შენობაში (ნაკვეთი 01.12.02.002.034) განლაგებული №0514 ს.ქ-ის დემონტაჟი, ახალ ადგილზე გადატანა (ქ.კ.ს.ქ.-ს მონტაჟი) და შესაბამისი 6/0,4 კვ ძაბვის ქსელის რეკონსტრუქცია შემსრულებლის მასალით:

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

პროექტი #2

სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ლევან წიკლაური. ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 568 76 76
    - საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი მიქელაძე; საკონტაქტო ნომერი: 571 44 49 49.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 19 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები