ჩაბარების ვადა:
28 მარტი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5037 - ტენდერი ტირიფონი ჰესის ჰიდროაგრეგატების სიჩქარის რეგულატორების რემონტზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ტირიფონი ჰესის ჰიდროაგრეგატების სიჩქარის რეგულატორების რემონტზე 19/03-GIEC-S/402-19
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ჰიდროაგრეგატების სიჩქარის რეგულატორების კაპიტალური რემონტი (რევიზია, გაწყობა, გამართვა) - 2 ცალი;
თანდართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: ტექნიკური დავალება (დანართი №1)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის და პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე. ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74. - საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 28 მარტი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები