ჩაბარების ვადა:
1 აპრილი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5055 - ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე: გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე 22/03-NEO-S/PRT-19
მომსახურების აღწერა:
- ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ცალს,
- ნუმერაცია 4 600 001 დან 4 900 000-ის ჩათვლით;
- ზომა - 50 მმ X 100 მმ;
- ფორმა - ოთკუთხედი;
- ფერები - 4+4.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
- 50 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
- 100 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 200 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 300 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში;
- შენიშვნა: ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია. - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
- საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით: სალომე ასლანიკაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები