1 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5062 - ტენდერი საოფისე ფართის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში „საოფისე ფართის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები“ მონაწილეობის მიღებას.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 25 მარტი 2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 01 აპრილი 2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა 3 აპრილი 2019 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 5 აპრილი 2019 წ.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 01 აპრილი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge
ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგია:
საკონტაქტო პირი: ტატო გვაზავა
ელ. ფოსტა: a.gvazava@evex.ge
მობ: +995557695695.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები