2 მაისი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT51 - კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა
სს "სილქნეტი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან კომპიუტერული ტექნიკა.
ტენდერის ნომერი: #09/14
გთხოვთ, იხილოთ დანართი 1-ით წარმოდგენილი მოთხოვნის დეტალები და თანდართული სატენდერო წინადადების ფორმა.
- 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- 2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- 3. კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი
- მყარი კოპიო, უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა მიუთითოთ ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით. სს "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით; წარმოდგენილი ფასი უნდა მოქმედებდეს 2014 წლის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- 1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
- 2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
- 3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ
- 4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
- 5. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არარსებობის შესახებ
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე ან ელ. ფოსტის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2014 წლის 2 მაისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2014 წლის 2 მაისის ჩათვლით. განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე.
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 100 000 (1427)
ფაქსი: + 995 322 942 225
ელ-ფოსტა: tpatsuria@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 95
სს "სილქნეტის" მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender