16 აპრილი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5109 - ტენდერი საკუთრებაში არსებული ქარხნის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟზე და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ხაშურის მინის ტარა“, მისამართზე ქ. ხაშური, იმერეთის გზატკეცილი #2, გეგმავს მის საკუთრებაში არსებული ქარხნის ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟს (პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობის გარდა) და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაციას.
სს „ხაშურის მინის ტარა“ აცხადებს ტენდერს საკუთრებაში არსებული ქარხნის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟზე და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაციაზე #01/04-KHASH-S/DEM-19
დემონტაჟის შედეგად არ უნდა მოხდეს ღობის დაზიანება და ასევე თუ მოხდა მიწის ზედაპირის სიღრმისეული დამუშავება, ზედაპირი ისევ უნდა გადასწორდეს ობიექტიდან გასვლამდე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება: შემოთავაზებული ფასის, ვალუტის და ყველა გადასახადის სრულად მითითებით;
- სატენდერო გარანტია (Bid Bond) შემოთავაზებული თანხის 2%-ის ოდენობით რომელიც იქნება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული და მოქმედების ვადა ექნება ტენდერის დასრულებიდან (16 აპრილიდან) 2 კვირის განმავლობაში;
- ობიექტზე მობილიზაციის და დემონტაჟის სამუშაოების სავარაუდო გრაფიკი;
- გადახდის გრაფიკი და პირობები;
- ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ (ასეთისარსებობის შემთხვევაში);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის/პირის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- დემონტაჟის გეგმა (ობიექტების დაშლის თანმიმდევრობის და ვადების მითითებით);
- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, შემოთავაზებული თანხის 10 %-ის ოდენობით;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლებისა და კონტრაქტორი პირების ჯანმრთელობის და ქონების დაზღვევა;
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს თქვენი ორგანიზაციის ბეჭედი ან/და პირის ხელმოწერა.
- კონვერტზე ასევე უნდა იყოს დატანილი ტენდერის დასახელება: “ხაშურის მინის ტარის დემონტაჟის სამუშაოები და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების რეალიზაცია“ და ნომერი # 01/04-KHASH-S/DEM-19
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: გივი ჭაჭია.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 16 აპრილის 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
ტენდერის დოკუმენტურ ნაწილთან საკონტაქტო პირი: ირინა ჯელია 599 194 010
ტექნიკურ და სხვა საკითხებზე საკონტაქტო პირი: გივი ჭაჭია 595 300 303
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები