8 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5115 - ტენდერი რბილი და მყარი ავეჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „რბილი და მყარი ავეჯის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“, ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 8 აპრილის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 1 აპრილი 2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 8 აპრილი 2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 11 აპრილი 2019 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 13 აპრილი 2019 წ.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 08 აპრილი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge
შესასყიდი ავეჯის დიზაინთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: თამარ ონიანი
მობ: 593211311
შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი