11 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5141 - ტენდერი იატაკქვეშა გათბობის მოწყობის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს იატაკქვეშა გათბობის მოწყობის სამუშაოებზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ანგარიშსწორების პირობების შეთანხმება მოხდება ბანკსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს აღნიშნული მასალების სტანდარტებისადმი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერთიფიკატი, დეკლარაცია) ასლები.
- შემოთავაზებული ძირითადი მასალები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მასალის შესაბამისი ნიმუშები.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 11 აპრილი, 18:00 სთ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: სალომე სადუნიშვილი
ტელ: +995 599 68 67 82
ელ. ფოსტა: ssadunishvili@bog.ge
შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები