6 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5216 - ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს შემდეგი კომპანიების: სს „სამედიცინო კორორაცია ევექსი“, სს „გეფა“ ( ჯი პი სი, ფარმადეპო), სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ და სს „გრინვეო საქართველო, მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. კომპანიები პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში: „საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე“ შეთავაზების წარმოდგენას. შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- კომპანიები ერთობლივად განიხილავენ შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენენ პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 18.04.2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 6.05.2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 17.05.2019 წ.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 06 მაისი, 18:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა