6 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5242 - ტენდერი საოფისე ავეჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საოფისე ავეჯის შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს 2 (ორი) ლოტად:
- I ლოტი - ქალაქ ბათუმში არსებული ფილიალისთვის საოფისე ავეჯის შესყიდვა.
- II ლოტი - ქალაქ თბილისის გაყიდვის წერტილისთვის საოფისე ავეჯის შესყიდვა.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 06 მაისი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ლოტის ნომერი - საოფისე ავეჯი).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
ტენდერთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
ქალაქ ბათუმში ფილიალის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე საკონტაქტო პირი: ნინი ლაფაური,
მობილურის ნომერი: 595 60-65-60;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1287),
ელ. ფოსტა: n.lapauri@vtb.ge
ქალაქ თბილისში გაყიდვის წერტილისთვის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ კრაწაშვილი;
მობილურის ნომერი: 591 19-35-95;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1228),
ელ. ფოსტა: n.kratsashvili@vtb.ge
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/59/tenderi-saopise-avejis-sheskidvis-shesakheb
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 39100000 ავეჯი