13 მაისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5285 - ტენდერი პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტენდერს პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე ორ ლოტად.
- ლოტი N1 - ზიპიანი პარკი - 28,5 სმ X 40 სმ - 50-60 მიკრონი - ბრენდირების გარეშე - 100’000 ცალი
- ლოტი N2 - წებოვანი ლენტით - 29.5 სმ X 45 სმ - 50-60 მიკრონი - ბრენდირების გარეშე - 100’000 ცალი
*ფოტომასალა იხილეთ დანართ N1-ში.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან/და ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად, შესაძლოა შეირჩეს სხვადასხვა გამარჯვებული შესაბამის ლოტში;
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი და მოწოდების ვადა;
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:2019 წლის, 13 მაისი, 17:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები