ჩაბარების ვადა:

28 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T531 - ტენდერი ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება/მხარდაჭერისა და ახალი პროგრამული მოდულების შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 21 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება/მხარდაჭერისა და ახალი პროგრამული მოდულების შექმნის მიზნით.

პროგრამირების ტექნოლოგიები:
NET
ASP.NET
MVC
Silverlight
PHP
JavaScript
CSS
HTML
Web Services
MS SQL
SharePoint
Visual Basic (Excel Macros)

ძირითადი მოთხოვნები: ბანკს ესაჭიროება გარე პროგრამული მომსახურება, რომელიც მას დაეხმარება არსებული ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიებზე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში და პროგრამულ მხარდაჭერაში.

ტენდერში ვიწვევთ კომპანიებს.

ბანკი ითანამშრომლებს კომპანიებთან:

  • რომელთაც აქვთ მაღალი პროფესიული გამოცდილება აღნიშნულ ტექნოლოგიებში;
  • რომლებსაც მაღალი დონის მომსახურების გაწევა შეუძლიათ;
  • არიან მოტივირებულები;
  • შეუძლიათ დავალებული სამუშაოს დროულად და სწრაფად შესრულება;
  • შეუძლიათ სამუშაოს მაღალპროფესიონალურად და ეფექტურად შესრულება და ეკონომიურად წარმართავენ დანახარჯებს;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • პროექტების ნუსხა, რომლებშიც თქვენი კომპანია მონაწილეობდა. 
  • გთხოვთ მიუთითოთ URL, თუ ასეთი ინფორმაცია ინტერნეტში მოიძებნება;

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის განყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 მაისი 2015 წ. (18:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ლაშა ქოჩორაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1810)
E-mail: l.kochoradze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

თამარ კასრაძე
შესყიდვების განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1579) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ