ჩაბარების ვადა:
31 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5344 - ტენდერი ავტო-ტექ მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს ავტო-ტექ მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
- ავტომობილების სრული ტექნიკური მომსახურება;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში, მის: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალება იხ. მიმაგრებული ფაილის სახით);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომპრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
- მომსახურების ფასი
- მომსახურების ხარისხი
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თანთანამშრომლობის გამოცდილება).
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები