ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5345 - ტენდერი 2 (ორი) ლოტად დაზღვევის მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს 2 (ორი) ლოტად.

I ლოტი - საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტები:

  • ავტოდაზღვევა: (ავტოტრანსპორტის ძარის დაზღვევა - CASCO, ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - TPL, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - MPA);
  • უძრავი ქონების დაზღვევა;
  • მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა;
  • უმუშევრობის რისკის დაზღვევა.

I I ლოტი - ცალკე მდგომი სადაზღვევო პროდუქტები:

  • საბანკო ბარათების დაზღვევა (საბარათე ანგარიშზე არსებული სახსრების თაღლითური/მართლსაწინააღმდეგო გზით განკარგვის რისკი);
  • კომბინირებული დაზღვევა:
  დაფარული რისკი  სადაზღვეო ლიმიტი 1  სადაზღვეო ლიმიტი 2
ქონების დაზღვევა  10,000  20,000
TPL  10,000  20,000
სიცოცხლის დაზღვევა  10,000  20,000
  • ავტოდაზღვევა: (ავტოტრანსპორტის ძარის დაზღვევა - CASCO, ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - TPL, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - MPA);
  • კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ტენდერში მონაწილის სხვა დამატებითი შემოთავაზება.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 ივნისის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (იმ ლოტის დასახელება, რომელშიც პრეტენდენტი იღებს მონაწილეობას).
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილების შესახებ.

პრეტენდენტები, რომელთა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი ან სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი სრულყოფილად, შესაძლებელია, რომ ასეთმა პრეტენდენტებმა ვერ გაირონ შერჩევა და არ იქნას განხილული მათი სატენდერო წინადადებები. 

საკონტაქტო პირი:
სალომე კახიძე, მობილურის ნომერი: 592-13-35-35
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
გიორგი მაჭარაშვილი, მობილურის ნომერი: 599-14-11-12;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1180),
ელ. ფოსტა: g.macharashvili@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე   არანაკლებ 24 საათით ადრე,  სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/64/tenderi-dazgvevis-momsakhurebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები