ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T537 - ტენდერი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომწოდებლის შესარჩევად (სოფელი გომი)

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ფასთა შედარებას წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის 16000 კვ.მ-ზე მოწყობის ფასი დღგ-ს გარეშე ხაშურის მუნიციპალიტეტში (იხილეთ მიმაგრებული საქმიანობის ჩამონათვალი).
  • მიუთითოს მიწოდების პერიოდი. წვეთოვანი სარწყავი სისტემის ჩატანა და აწყობა უნდა მოხდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში.
  • მიუთითოს გადახდის პირობები;
  • მიამაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან;
  • უნდა წარმოადგინოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სარწყავი სისტემის პროექტები.

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწემბული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. შემოთავაზების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტითაც. ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი შემოთავაზება უნდა იყო ამობეჭდილი დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დასკანირებული.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2015 წლის 22 მაისი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel:+995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

Sandro Jangirashvili
Procurement/Logistic Assistant
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: 5 99 40 10 14
Email: ajangirashvili@mercycorps.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ