
1 მაისი 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT54 - ავტობუსებში მგზავრთა აღრიცხვიანობის სისტემის შეძენა
სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს სამარშრუტო ავტობუსებში მგზავრთა აღრიცხვიანობის სისტემის შეძენაზე.
გთხოვთ, თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ მითითებული მოთხოვნების და ინფორმაციის მიხედით;
- 20 ერთეული ავტობუსი (ორი ასასვლელ/ჩამოსასვლელი კარით)
- სენსორული აღრიცხვიანობა თითოეული ავტობუსის შესასვლელ კარებზე
- მონაცემთა გადაცემა GPRS
- მონაცემთა აღრიცხვა სერვერზე
- რეპორტების ამოღების საშუალება
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის 74-ში)
- ანგარიშსწორების პირობები
- ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ არსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს "ლიბერთი ბანკი" (ტენდერი მგზავრთა აღრიცხვიანობის სისტემების შეძენაზე)
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მაისი, 2014 წ., 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: "ლიბერთი ბანკი", ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
საკონტაქტო პირი: ირაკლი ადამაშვილი
ტელ: 591 284202
ელ. ფოსტა: irakli.adamashvili@libertybank.ge