ჩაბარების ვადა:
7 ივნისი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5423 - აუქციონი სწრაფი გადახდის ტერმინალებში (PayBox) მთავარ გვერდზე ღილაკის უპირატესად განთავსებაზე
ელ. ტენდერი
აუქციონის აღწერილობა:
სს „ოპპა“ აცხადებს აუქციონს სწრაფი გადახდის ტერმინალებში, PayBox-ებში, მთავარ გვერდზე ღილაკის უპირატესად განთავსებაზე.
აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომლის სასარგებლოდაც სს ოპპა ახდენს/მოახდენს გადახდების მიღებას.
მომსახურების აღწერილობა:
- აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება სწრაფი გადახდის ტერმინალის, PayBox-ის მთავარ გვერდზე, მარცხნივ მდებარე სივრცეში განათავსოს გადახდის ღილაკი, სასურველი დიზაინით. (იხ. მიმაგრებული ფაილი);
- წერტილების რაოდენობა, სადაც განთავსდება ღილაკი: არანაკლებ 6500 ცალი PayBox, მთელი საქართველის მასშტაბით
- ღილაკის ზომა: 238X928 (PX);
- ღილაკის ფორმატი და ტიპი: PNG, სტატიკური;
- მომსახურების დაწყების თარიღი: 2019 წლის 17 ივნისი
- ღილაკის განთავსების ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 წელი
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა და პირობები:
- ღილაკის განთავსების მომსახურების ყოველთვიური ღირებულება: საწყისი თანხა, 10,000 (ათი ათასი) ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული აუქციონი
- ვაჭრობის ბიჯი: 500 (ხუთასი) ლარი
- გამარჯვებული გამოვლინდება აუქციონის წესით
- აუქციონის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან ელ-ფოსტით ან ტელეფონით დაკავშირებით;
- აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- საწყისი ფასი და ბიჯები მოიცავს დღგ-ს
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში.
ელექტრონული აუქციონის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- შეთავაზებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 7 ივნისი, 16:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული აუქციონი
- ვაჭრობის ბიჯი: 500 (ხუთასი) ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-19 კილომეტრი. საკონტაქტო პირი: ნიკა თვაური ტელ: 555 900 344 ელ. ფოსტა: n.tvauri@oppa.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ფორვარდული აუქციონის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 500 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 66100000 საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება