
ჩაბარების ვადა:
7 ივნისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5435 - ტენდერი საბლანკო საქონლის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
სს "საქართველოს ბანკი"აცხადებს ტენდერს საბლანკო საქონლის შესყიდვის თაობაზე.
# | დასახელება | ერთი თვის რაოდენობა* | ერთ ფასი** | ჯამური ღირებულება |
1 | მეანაბრის ბარათი | 50 ცალი | ||
2 | ფაქსიმელია | 100 ცალი | ||
3 | ფულის ზედნადები | 100000 ცალი | ||
4 | ქვეშნადები უწარწერო პატარა | 60000 ცალი | ||
5 | ქვეშნადები უწარწერო დიდი | 60000 ცალი | ||
6 | ტიტულიანი ბლანკი | 10000 ცალი | ||
7 | ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი) | 5000 ცალი | ||
8 | ბანდეროლი | 300000 ცალი | ||
9 | ინვენტარისბარათი | 50 ცალი | ||
10 | იარლიყი | 5000 ცალი | ||
11 | შემოსავლისორდერი | 7500 ცალი |
შენიშვნა:
- შესასყიდი საქონლის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- მითითებულია სავარაუდო რაოდენობები, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადს;
სხვა პირობები:
- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 კვირის განმავლობაში;
- შესაძლებელია შეირჩეს 2 მომწოდებელი და ცხრილში მოცემული საქონელი გაიყოს საუკეთესო შემოთავაზების მქონე პრეტენდენტებზე;
- ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს შეთავაზების ფაილი;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტი, შევსებული ფასების ცხრილით;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კორპორატიული მომხმარებლების სია), რეკომენდაციები;
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 7 ივნისის 17:00 საათამდე;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი.
- ვაჭრობის ბიჯი: 300 ლარი.
- ვაჭრობა გაიმართება ყოველთვიურად მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე.
- ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით. (ვაჭრობის ბიჯი 300 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები